ავსტრალია კრძალავს ურეცეპტოდ გაცემულ ვაიპებს

ავსტრალიის მთავრობა აკრძალავს ურეცეპტოდ გაცემული ვეიპინგისათვის განკუთვნილი  პროდუქტების იმპორტს – მათ შორის იმ პროდუქტებისაც, რომლებიც არ შეიცავს ნიკოტინს.  ეს იქნება  თამბაქოს და ვეიპინგის კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვან ზომებში რომელიც კი განხორციელებულა ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

იმისათის რომ ახალგაზრდებში ვეიპინგის გამოყენება შემცირდეს შემოღებული იქნება ვაიპების მინიმალური ხარისხის სტანდარტები, მათ შორის გემოს, ფერების და სხვა ინგრედიენტების შეზღუდვა. Vape-ის პროდუქტებს დასჭირდებათ ფარმაცევტული შეფუთვა, ხოლო ნიკოტინის ნებადართული კონცენტრაცია და მოცულობა შემცირდება. აიკრძალება ყველა ერთჯერადი სახის ვაიპები.

როგორც ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმა მარკ ბატლერმა განაცხადა თამბაქოს ინდუსტრია ცდილობდა შექმნას „ნიკოტინზე დამოკიდებულების ახალი თაობა“ ვეიპინგის საშუალებით და რომ ამიტომაც საჭიროა „გადამწყვეტი ზომების მიღება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამ საფრთხის წინააღმდეგ“.

ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ვიეპინგის რეორმების შეფასებსი შედეგად  რომელსაც ხელმძღვანელობდა ნარკოტიკების მარეგულირებელი ორგანო, თერაპიული საქონლის ადმინისტრაცია (TGA). ამავდროულად მათ მიერ იქნა გათვალისიწნებული ის წინადადებები რომელიც მათ მიაწოდა ჯანდაცვის პროფესიულმა ორგანოებმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციებმა, ინდივიდუალური ჯანდაცვის პროფესიონალებმა და უნივერსიტეტის მკვლევარებმა, რომლებიც ასევე მხარს უჭერენ ამ პროდუქტების შემოტანაზე სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას

ამ რეფორმის განსახორციელებლად ფედერალური ბიუჯეტი გამოყფს 234 მილიონ აშშ დოლარს რაც ყველაზე დიდი თანხაა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზირებული შეფუთვის დანერგვის შემდეგ.

„ვაიპინგი მიჰყიდეს მთავრობებსა და საზოგადოებებს მთელს მსოფლიოში, როგორც თერაპიულ პროდუქტი, რომელიც დაეხმარება მწეველებს თავი დაანებონ მოწევა“, – განაცხადა მინისტრმა.

”ის არ იქნა წარმოდეგნილი, როგორც რეკრეაციული პროდუქტი – განსაკუთრებით ჩვენი ბავშვებისთვის. თუმცა სწორედ ის გახდა მთავარი რეკრეაციული მოხმრების საგანი ჩვენი ახალგაზროდბისათის და ეს ყველაზე დიდი ხარვეზი ავსტრალიის ისტორიაში

https://www.theguardian.com/australia-news/2023/may/01/australia-to-ban-non-prescription-vapes-in-biggest-smoking-reforms-in-a-decade

ავსტრალია კრძალავს ურეცეპტოდ გაცემულ ვაიპებს

ka_GEGeorgian