ალკოჰოლის მოხმარების წვლილი ციროზისა და ღვიძლის კიბოს გლობალურ ტვირთზე 1990 წლიდან 2019 წლამდე და პროგნოზები 2044 წლამდე

Hepatology International-ში გამოქვეყნებულ ბოლო კვლევაში, მკვლევარებმა ნათელი მოჰფინეს ალკოჰოლის მოხმარების საგანგაშო გლობალურ გავლენას ღვიძლის დაავადებებზე, განსაკუთრებით ციროზსა და ღვიძლის კიბოზე. კვლევაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ Liu, Y., Sun, Z., Wang, Q. და სხვები, გააანალიზეს მონაცემები 1990 წლიდან 2019 წლამდე და გააკეთეს პროგნოზები 2044 წლამდე.

კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა სიკვდილიანობა და ინვალიდობაზე მორგებული ცხოვრების წლები (DALYs )- ციროზისა და ღვიძლის კიბოსგან (რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარებასთან). 

 კვლევა პროგნოზირებს, რომ თუ შემდგომი ჩარევა არ იქნება, ციროზისა და ღვიძლის კიბოსგან ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და DALY-ის რიცხვი საგრძნოლად მოიმატებს მომდევნო 25 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მამაკაცებში. 2044 წლისთვის ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ციროზით დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 0,99 მილიონს მიაღწევს. ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ღვიძლის კიბოთი სიკვდილიანობა ასევე სწრაფად გაიზრდება და მიაღწევს 0,23 მილიონს, განსაკუთრებით მამაკაცებში.

აღსანიშნავია, რომ კვლევამ აღმოაჩნა რომ ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას (რეგიონს რომელშიც საქართველოც შედის) აქვს ASDR-ის და ასაკობრივი სტანდარტიზებული DALY-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები. ციროზისა და ღვიძლის კიბოს ტვირთის უმეტესი ნაწილი, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლის მოხმარებით, ნაწილდება 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე. თუმცა, 40 წლამდე ასაკის ადამიანებში ციროზისა და ღვიძლის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობისა და DALY-ის მაჩვენებელი გაიზარდა 1990 წლიდან 2019 წლამდე, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ ფენომენის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ 40 წლამდე ადამიანების მზარდი რაოდენობა მოიხმარს მავნე რაოდენობით

https://link.springer.com/article/10.1007/s12072-023-10503-2#citeas

ალკოჰოლის მოხმარების წვლილი ციროზისა და ღვიძლის კიბოს გლობალურ ტვირთზე 1990 წლიდან 2019 წლამდე და პროგნოზები 2044 წლამდე

ka_GEGeorgian