ბორდი - სამეთვალყურეო საბჭო

ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი, ექიმი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და ამსტერდამის სამეფო ტროპიკული ინსტიტუტი. წლების განმავლობაში მუშაობდა გაეროს ორგანიზაციებში (UNICEF, UNODC). ბოლო 10 წელი არის ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი. არის ჩრდილოეთის განზომილების პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის (ალკოჰოლი და ნარკოტიკული ნივთირებები) კოორდინატორი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საყოველთაო ჯანმრთელობისა და მზადყოფნის მიმოხილვის (Universal Health and Preparedness Review) მრჩეველთა ჯგუფის წევრი. ევროპის პირველადი ჯანდაცვის ფორუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ნინო-ნაზი ჩიქოვანი

დაიბადა 1971 წლის 1 აგვისტოს. დაამთავრა ქ. რუსთავის #10 საშუალო სკოლა. 1989-1995 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. სამედიცინო სკოლის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა ექიმ კარდიოლოგად სხვადასხვა კლინიკაში. 2006 წელს სწავლობდა ოდესის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მიენიჭა ექსპერტის კვალიფიკაცია იმუნოლოგიისა და გენეტიის საკითხებში. 2006-2010 წწ-ში მუშობდა სეებ - ში ექსპერტის თანამდებობაზე. 2011-2014 წლებში სწავლობდა დოქტურანტურაში, მუშაობდა პოპულაციური გენეტიკის საკითხებზე. 2011-2018 წლებში მუშაობდა აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრში, ექიმ- კარდიოლოგის თანამდებობაზე. 2018-2020 წლებში მუშაობდა მარდალეიშვილის სამეცნიერო ონკოლოგიურ ცენტრში, გენეტიკური ლაბორატორიის კლინიკურ ხელმძღვანელად. 2020-2021 წლებში მუშაობდა მეგალაბის კლინიკურ დირექტორად. 2019 წლიდან არის თბილისის მედიცინის აკადემიაში მოწვეულ პედაგოგად. არის
საქართველოს და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ალექსი ბარათაშვილი

დაიბადა 1974 წელს. დაამთავრა რუსთავის N4 საშუაო სკოლა. 1991-1998 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. სხვდასხვა დროს მუშაობდა რუსთავის N2 საავადმყოფოში ზოგად ქირურგად და შემდგომ საავადმყოფოს დირექტორის მოადგილედ სამკურნალო დარგში. იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განყოფილების უფროსი და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტი. 2020 წლიდან დღემდე სსიპ საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი. არის „სასამართლო მედიცინის“ მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტში.
International Academies of Emergency Dispatch – IAED წევრი.. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეპიდემიოლოგიაში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მანანა ჯამაგიძე

.

ka_GEGeorgian