ღვიძლის კიბო ახლად დაფიქსირებული კიბოთი სიკვდილის ყველაზე სწრაფად მზარდი მიზეზია დიდ ბრიტანეთში. ასეთი დასკვნა გააკეთა ორგანიზაცი British Liver Trust – მა. 1970-იანი წლების დასაწყისიდან ღვიძლის კიბოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.
დაავადებისა და სიკვდილიანობის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია ალკოჰოლი და სიმსუქნე.
დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 5,800 ადამიანი იღუპება ღვიძლის კიბოთი, ანუ 16 ადამიანი ყოველდღე (2017-2019). ღვიძლის კიბო ბრიტანეთში კიბოს სიკვდილიანობის მე-8 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს, რაც შეადგენს კიბოს სიკვდილიანობის 3%-ს (2017-2019). ქალებში დიდ ბრიტანეთში, ღვიძლის კიბო მე-10 ყველაზე გავრცელებული მიზეზია კიბოსგან, ყოველწლიურად დაახლოებით 2300 სიკვდილით (2017-2019). პროგნოზირებულია, რომ ღვიძლის კიბოს სიკვდილიანობა დიდ ბრიტანეთში 10%-ით გაიზრდება 2023-2025 და 2038-2040 წლებში.