ორგანიზაციის დირექტორი

ნინო-ნაზი ჩიქოვანი

დაიბადა 1971 წლის 1 აგვისტოს. დაამთავრა ქ. რუსთავის #10 საშუალო სკოლა. 1989-1995 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. სამედიცინო სკოლის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა ექიმ კარდიოლოგად სხვადასხვა კლინიკაში. 2006 წელს სწავლობდა ოდესის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მიენიჭა ექსპერტის კვალიფიკაცია იმუნოლოგიისა და გენეტიის საკითხებში. 2006-2010 წწ-ში მუშობდა სეებ - ში ექსპერტის თანამდებობაზე. 2011-2014 წლებში სწავლობდა დოქტურანტურაში, მუშაობდა პოპულაციური გენეტიკის საკითხებზე. 2011-2018 წლებში მუშაობდა აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრში, ექიმ- კარდიოლოგის თანამდებობაზე. 2018-2020 წლებში მუშაობდა მარდალეიშვილის სამეცნიერო ონკოლოგიურ ცენტრში, გენეტიკური ლაბორატორიის კლინიკურ ხელმძღვანელად. 2020-2021 წლებში მუშაობდა მეგალაბის კლინიკურ დირექტორად. 2019 წლიდან არის თბილისის მედიცინის აკადემიაში მოწვეულ პედაგოგად. არის
საქართველოს და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ka_GEGeorgian