2001 წლის ივლისში პორტუგალიის მთავრობამ, პირველმა მსოფლიოში, მიიღო კანონი 30/2000, ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით მოხმარების, შეძენისა და ფლობის დეკრიმინალიზაციის შესახებ. მას შემდეგ 22 წელია გავიდა და ამ ქვეყნის მაგალითზე, შეიძლება ითქვას რომ ამ რეფორმის წარმატებული განხორციელებისათვის ოთხი ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული:
- ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების აღიარება როგორც ჯანმრთელობის და არა კრიმინალური საკითხი
- მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული ფინანსური ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებში
- ძლიერი ფინანსური ინვესტიცია მონაცემთა შეგროვებასა და ანგარიშგებაზე
- მჭიდრო თანამშორმლობა სხვადასხვა დისციპლინების წარმომადგენლებთან და ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ცოცხალი გამოცდილება