ალკოჰოლის ინდუსტრიას და მის სატელიტურ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შემცირების გზების შეთავაზება, რადგან მათი შემოსავლის უმეტესი ნაწილი სწორედ რომ სასმელის სარისკო დონეებზე მიღებისგან მოდის
საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გაყიდვების დაახლოებით ნახევარი ალკოჰოლის ჭარბ მომხმარებლებზე მოდის, ხოლო საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი თითქმის ორ მესამედამდე იზრდება. ეს ფაქტი ნათლად ასახავს ალკოჰოლის ტრანსნაციონალური კორპორაციების სტრატეგიას.
გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა რომ ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი, რომელიც სვამს უფრო მეტს, ვიდრე დაბალი რისკის დადგენილი მაჩვენებლები მიუთითებს, სვამს ალკოჰოლის 78%-ს და მათზე გაყიდვების 68% მოდის. გამოთვლებმა აჩვენა რომ თუ ეს ჯგუფი შეამცირებს ალკოჰოლის მიღებას დადგენილ სარეკომენდაციო მაჩვენებლებამდე, მაშინ ალკოჰოლის გაყიდვები 38%-ით შემცირდებოდა, ხოლო კერძო აქციონერები წელიწადში 13 მილიარდი ფუნტს (14,6 მილიარდი ევრო) დაკარგავდა.
ცხადია რომ ალკოჰოლის ინდუსტრია არაფერს გააკეთებს ალკოჰოლის სარისკო მიღების შესამცირებელი ზომების გასატარებლად, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ მთავარ მიზანს, რათა მაქსიმალურად გაზარდონ აქციონერების შემოსავლები. ამიტომ ამ ინდუსტრიის ქმედებები დახმარების საფარში გამოხვეული ყალბი გადაწყვეტილებების შეთავაზებია!!