ამ დღეებში ჩვენი ორგანიზაცია შეუერთდა ევროპული სამოქალაქო საზოგადოების ალიანსს, რომელმაც გადაუგზავნა წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს ქალბატონო ფონ დერ ლეიენს, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტებს, კომისიონერებს, მარეგულირებელი კონტროლის საბჭოს თავმჯდომარეს და გენერალური დირექტორის მოადგილეებს. ამ წერილით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ითხოვენ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ალკოჰოლური პროდუქტების მარკირების შესახებ, რომელიც ეხმიანება ევროპელი მოქალაქეების უფლებას ჰქონდეთ სრული ინფორმაცია პროდუტის შესახებ. კერძოდ ინფორმაცია პროდუქტის ენერგეტიკული და საკვები ღირებულებისა და ინგრედიენტების ჩამონათვალის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნული მონაცემების ეტიკეტზე დატანით.
ალკოჰოლური სასმელების მარკირება მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უნდა განხორციელდეს, როგორც ალკოჰოლთან დაკავშირებული ზიანის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო სტრატეგიის ნაწილი, სხვა ეფექტური პოლიტიკის ინსტრუმენტებთან ერთად.
იმედია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, საქართველოც ადრე თუ გვიან დაიწყებს საუბარს ალკოჰოლის პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ჯანმრთელი მომავლისა და განვითარებისათვის