სკანდინავიური კვების რეკომენდაციები 2023წ

დღეიდან ძალაში შედის სკანდინავიური კვების რეკომენდაციები 2023 . პირველად ამ რეკომენდაციების ისტორიაში, ისინი შეიცავს სამეცნიერო რეკომენდაციებს არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ გარემოსთვისაც, რაც მხარს უჭერს უფრო მცენარეულ დიეტას, რომელიც ასევე შეიცავს მეტ თევზს და ნაკლებ ხორცს.

Nordic Nutrition Recommendations 2023 (NNR2023) შეისწავლa 36 კვების პროდუქტის და 15 საკვები ჯგუფის გავლენა ჯანმრთელობაზე.

რეკომენდაციები ითვალისწინებენ ძირითადად მცენარეულ დიეტას ბევრი ბოსტნეულით, ხილით, კენკრით, პარკოსნებით, კარტოფილით და მთელი მარცვლეულით.

ასევე რეკომენდირებულია თევზისა და თხილის მიღება, რძის უცხიმო პროდუქტების ზომიერ მიღება, წითელი და თეთრი ხორცის შეზღუდული რაოდენობით და დამუშავებული ხორცის (გამოყვანილი, დამარილებული, კონსერვანტების დამატებით,სწრაფი კვების პროდუქტები) ალკოჰოლის და დამუშავებული საკვების მინიმალურ მიღებას მათში ცხიმის, მარილის და შაქარის მაღალი შემცველობის გამო.

ალკოჰოლი: ვინაიდან ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო ლიმიტი არ არსებობს  NNR2023-ის რეკომენდაციაა, რომ ყველამ თავი აარიდოს ალკოჰოლის დალევას.

მარცვლეული: მთლიანი მარცვლეულის გაზრდილი მიღებას დადებითი გავლენა აქვს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოზე. რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 90 გრამი მარცვლეულის ჭამა.

ბოსტნეული, ხილი და კენკრა: რეკომენდებულია დღეში 500-დან 800 გრამამდე ან მეტი სხვადასხვა სახის ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის ჭამა.

თევზი: თევზის გაზრდილი რაოდენობით მიღებას პოზიტიურ გავლენას როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოზე. რეკომენდებულია კვირაში 300-დან 450 გრამამდე მოხმარება, საიდანაც კვირაში მინიმუმ 200 გრამი უნდა იყოს ცხიმიანი თევზი.

https://pub.norden.org/nord2023-003/

სკანდინავიური კვების რეკომენდაციები 2023წ

ka_GEGeorgian