ჩვენი მისია და მიზნები

ხედვა

სამყარო, სადაც ყველას აქვს ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობა, თავისუფალი გარემო უნდა არსებობდეს ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებისგან.  

მისია

ორგანიზაცია -,, ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა“ (Good Health and Well-Being) -ს მისიაა, შექმნას ხელსაყრელი გარემო ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრებისათის საქართველოში, რათა თავიდან ავიცილოთ არაგადამდები დაავადებების გავრცელება, ეფექტური პრევენციის პოლიტიკისა და  საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით.

მიზანი

ხელი შეუწყოს საქართველოში ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გასაძლიერებლად მულტისექტორული მოქმედების კატალიზაციას და სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ახალგაზრდებისა და არაინფქეციური დაავადებებით დაავადებული ადამიანების მდგრადი ჩართულობის გაზრდის მიზნით.

გააძლიეროს პაციენტთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და იმ ადამიანების უფლებამოსილებები, რომლებიც ორგანიზებულნი არიან ჩამოაყალიბონ არაგადამდები დაავადებების პრევენციის (NCD) მოძრაობა  საქართველოში.  

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

პოლიტიკის შემქმნელებთან მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ალკოჰოლთან, თამბაქოსთან და ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ზიანს მიექცეს ადეკვატური პოლიტიკური ყურადღება ქვეყნის მასშტაბით.

ხელი შეუწყოს მოქალაქეების კეთილდღეობას, ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების პოლიტიკის ადვოკატირების გზით.

აქტივობები

  • ტრენინგი და გარემოს შექმნა გამოცდილებების გასაზიარებლად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული NCD პოლიტიკისა და პრაქტიკის ადვოკატირებისათვის.
    • თანამშრომლობა, სამეცნიერო მტკიცებულებების შემუშავება, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე. პოლიტიკის,
    ადვოკატირებისა და კომუნიკაციის სტრატეგიების განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს ჩვენს საზოგადოებას მიიღოს ზომები შემდეგ
    პრიორიტეტულ სფეროებში:
  • თამბაქოს კონტროლი;
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების პრევენცია;
  • სურსათის უვნებლობის ხელშეწყობა;
  • სათანადო კვება და ფიზიკური აქტივობა NCD პროფილაქტიკისთვის;
  • გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, კიბოს, სიმსუქნის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ფსიქიკური აშლილობების და სხვა არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ჯანსაღი თემების განვითარების ხელშეწყობა, (ანუ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანებში გარემოსდაცვითი ქცევის წახალისებას, გარემოს დაბინძურების ეფექტის შემცირებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას).
  • ქცევის შეცვლის კომუნიკაცია არაგამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიზნით;
  • არაგამდები დაავადებების მქონე ადამიანების ჩართულობა ადვოკატირებასა და პოლიტიკის შემუშავებაში.
  • თანამშრომლობა განათლების სექტორთან, რათა უზრუნველყოს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლება ყველასთვის და განხორციელდეს ახალი გლობალური 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის.
ka_GEGeorgian