ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა (Good Health and Well-Being) მოწოდებულია შექმნას ხელსაყრელი გარემო ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრებისათის საქართველოში, რათა თავიდან აიცილოს და გააკონტროლოს არაინფექციური დაავადებები, ეფექტური პრევენციის პოლიტიკის, პარტნიორობისა და პროგრამების საშუალებით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პაციენტთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და იმ ადამიანების უფლებამოსილების გაძლიერებას, რომლებიც ორგანიზებულნი არიან ძლიერი NCD მოძრაობა ჩამოაყალიბონ საქართველოში და მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ადვოკატირებაში, ქმედებებში და ანგარიშ ვალდებულებაში გლობალურად NCD პრევენციისა და კონტროლის მიზნით.
HSA მიზნად ისახავს საქართველოში ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გასაძლიერებლად მულტისექტორული მოქმედების კატალიზაციას და სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების,
ახალგაზრდებისა და არაინფქეციური დაავადებებით დაავადებული ადამიანების მდგრადი ჩართულობის გაზრდის მიზნით.
ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია აპირებს შემდგომი აქტივობების განხორციელებას
• ტრენინგი და გარემოს შექმნა გამოცდილებების გასაზიარებლად მტკიცებულებებზე დაფუძნებული NCD პოლიტიკისა და პრაქტიკის ადვოკატირებისათვის
• თანამშრომლობა, სამეცნიერო მტკიცებულებების შემუშავება მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე, პოლიტიკის,
ადვოკატირებისა და კომუნიკაციის სტრატეგიების განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს ჩვენს საზოგადოებას მიიღოს ზომები შემდეგ
პრიორიტეტულ სფეროებში:
1. თამბაქოს კონტროლი;
2. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების პრევენცია;
3. სურსათის უვნებლობის ხელშეწყობა;
4. სათანადო კვება და ფიზიკური აქტივობა NCD პროფილაქტიკისთვის;
5. გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, კიბოს, სიმსუქნის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ფსიქიკური აშლილობების და სხვა არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების
ხელშეწყობა;
6. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ჯანსაღი თემების განვითარების
ხელშეწყობა, (ანუ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანებში გარემოსდაცვითი ქცევის წახალისებას, გარემოს დაბინძურების
ეფექტის შემცირებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას).
7. ქცევის შეცვლის კომუნიკაცია NCD– ების პრევენციისა და კონტროლის მიზნით;
8. არინფეაციური დაავადებების მქონე ადამიანების ჩართულობა ადვოკატირებასა და პოლიტიკის შემუშავებაში.