ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისი ატარებს ვებინარს – ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის დარღვევები (FASD): საზოგადოების მიდგომები პრევენციისა და მოვლისთვის. ვებინარი დაგეგმილია 2022 წლის 8 სექტემბერს, 15:30 – 17:00 CEST, და ორგანიზებულია პანამერიკულ ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად.
ამ ვებინარის მიზნები შემდეგია:
• ოჯახებისა და სათემო ორგანიზაციების მაგალითების მოყვანა, რომლებიც მისაბაძი მაგალითია FASD-ის პრევენციისა და მხარდაჭერისთვის.
• იმის დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება თემები და ოჯახები იყვნენ სტიგმის შემცირებისა და შედეგების გაუმჯობესების მამოძრავებელი ძალა.
• ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროფესიონალების, პოლიტიკის შემქმნელებისა და საზოგადოების წევრების ცნობიერების ამაღლება FASD-ის თემაზე და ოჯახებისა და თემების მხარდაჭერისა და დახმარების გაუმჯობესების გზების შესახებ.
თუ გსურთ ამ ვებინარზე დასწრება, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ქვემოთ მოყვანილ ლინკზე
https://who.zoom.us/…/register/WN_j5ufUL6FRq2M-uXFvUbq2g: ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისი ატარებს ვებინარს