ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული

ევროპული ალკოჰოლის პოლიტიკის ალიანსი – Eurocare, რომლის წევრი ჩვენი ორგანიზაციაც არის, აცხადებს 2023 წლის ალკოჰოლთან დაკავშირებული ზიანის შესახებ ცნობიერების კვირეულის დაწყებას (AWARH23).  კვირეულის, რომელიც გრძელდება 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, მიზანია  მიიპყროს პოლიტიკოსების  ყურადღება და გამოავლინოს ევროპაში ალკოჰოლთან დაკავშირებული ზიანის კრიტიკული საკითხები. მეტი ინფორმაციისათვის გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე

WHO/Europe-ისა და IARC-ის ერთობლივი განცხადება ევროპარლამენტში – ალკოჰოლსა და კიბოს შორის კავშირის ცნობიერების ამაღლება

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის, დოქტორი ჰანს ჰენრი პ. კლუგესა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) დირექტორის, დოქტორი ელიზაბეტ ვეიდერპასის ერთობლივი განცხადება. IARC არის WHO-ს სპეციალიზებული კიბოს სააგენტო, მისი მთავარი მისიაა კვლევების ჩატარება კიბოს ეფექტური პრევენციის მიზნით. IARC მონოგრაფიის პროგრამა განსაზღვრავს და აფასებს სხვადასხვა ნივთიერებების პოტენციალს გამოიწვიოს კიბო 1988 წელს ალკოჰოლური სასმელები გამოვლინდა, როგორც 1 ჯგუფის […]

ინფექციური დაავადებების პრევენცია და კონტროლი ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლ ადამიანებში – 2023წ განახლებული ინფორმაცია

ეს ერთობლივი მეთოდური სახელმძღვანელო იკვლევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საუკეთესო პრაქტიკებს, რომელთაც შეუძლია ხელი შეუწყოს ეფექტურ პოლიტიკას ინფექციების შესამცირებლად. სისხლით გადამდები ვირუსებისგან რომლებიც ამ ჯგუფში შედიან განიხილება აივ, B ჰეპატიტის და C ჰეპატიტის ვირუსები. ისინი ძირითადად გადაედება ნემსების, შპრიცების და წამლის მოსამზადებელი მოწყობილობებით ან დაუცველი სქესობრივი კონტაქტით. https://www.emcdda.europa.eu/publications/joint-publications/prevention-and-control-infectious-diseases-among-people-who-inject-drugs-—-2023-update_en

ჩვენი ორგანიზაცია Eurocare -ს (European Alcohol Policy Allaince) წევრი გახდა

ჩვენი ორგანიზაცია ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა გახდა ევროკავშირის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების Eurocare – ს წევრი. Eurocare არის არასამთავრობო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების ალიანსი ევროპის ქვეყნების წევრ ორგანიზაციებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპაში ალკოჰოლთან დაკავშირებული ზიანის პრევენციასა და შემცირებას. წევრი ორგანიზაციები ჩართულნი არიან ადვოკატირებასა და კვლევაში, ასევე ალკოჰოლის საკითხებზე ინფორმაციისა და ტრენინგის მიწოდებაში […]

ახალი კვლევა: ალკოჰოლის დაბეგვრა სიღარიბის აღმოფხვრის და განვითარების ხელშეწყობის 12 ყველაზე ეფექტურ გზას შორისაა

ახალმა კვლევამ გამოავლინა 30 ხარჯთეფექტური ინტერვენცია მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) უსწრაფესი გზით მისაღწევად. ამ ინტერვენციებს შორის, ალკოჰოლის პოლიტიკა და განსაკუთრებით ალკოჰოლის დაბეგვრა დასახელდა მეორე და მესამე ყველაზე ეფექტურ სექტორთაშორის პოლიტიკად. ამ ზომების განხორციელებამ შეიძლება თავიდან აიცილოს 150 000 სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლით მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ყოველ დახარჯულ დოლარზე ქვეყანას შეუძლია დაიბრუნოს 76 დოლარის ღირებულების […]

ადრეული კიბოს შემთხვევების, სიკვდილიანობის, ტვირთისა და რისკ-ფაქტორების გლობალური ტენდენციები 1990 წლიდან 2019 წლამდე

დაავადებათა, ტრავმებისა და რისკის ფაქტორების გლობალური ტვირთის 2019 წლის კვლევის მიხედვით  1990-2019 წლებში ადრეული კიბოს შემთხვევების გლობალური სიხშირე გაიზარდა 79.1%-ით, ხოლო ადრეული კიბოს სიკვდილიანობის რიცხვი გაიზარდა 27.7%-ით.  ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა და შრომის უუნარობით დაკარგული წლების (DALY)  დაფიქსირდა  მკერდის, ტრაქეის, ბრონქების და ფილტვის, კუჭისა და კოლორექტალური კიბოს ადრეული დაწყებისას.  გლობალურად, 2019 წელს ნაზოფარინგალური და პროსტატის კიბოს […]

მოდით ვისაუბროთ ალკოჰოლზე და თამბაქოზე – UNICEF-ის პროგრამა

ეს სასწავლო მოდული შეიმუშავა UNICEF-მა UNICEF-AstraZeneca-ს ახალგაზრდობის ჯანდაცვის პროგრამის ახალგაზრდა ლიდერებთან თანამშრომლობით. ახალგაზრდობის ჯანმრთელობის პროგრამა (YHP) არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებები (NCD), როგორიცაა კიბო, დიაბეტი, გულის დაავადება, რესპირატორული დაავადებები და ფსიქიკური დაავადებები. პროგრამა აერთიანებს სათემო პროგრამებს, კვლევებს და ადვოკატირებას და მხარს უჭერს ახალგაზრდა ლიდერების განვითარებას. მოდული უზრუნველყოფს სხვადასხვა […]

გაცხელებული თამბაქოს პროდუქტები: კვლევის შეჯამება და ჯანმრთელობაზე მათი ზემოქმედების მტკიცებულებები

ჯანმო-მ გამოსცა ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც აჯამებს ჯანმო-ს  თამბაქოს პროდუქტების რეგულირების სასწავლო ჯგუფის მიერ შემუშავებული ანგარიშის შედგებეს.  ანგარიშის სახელწოდებაა –  თამბაქოს ნაწარმის რეგულირების სამეცნიერო საფუძვლები: ჯანმო-ს კვლევის ჯგუფის მერვე ანგარიში. კვლევის ჯგუფის ამ მერვე მოხსენებაში, რომელიც ეხება ახალ  ნიკოტინისა და თამბაქოს პროდუქტებს, კონკრეტულად ნიკოტინის მიწოდების ელექტრონულ სისტემებს (ENDS), ელექტრონულ არანიკოტინის მიწოდების სისტემებს (ENNDS) და თამბაქოს გაცხელებულ […]

ჯანმოს ვებინარების ახალი სერია

გვინდა გაცნობოთ რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებინარების სერია რომელსაც მისი ნაკლები ალკოჰოლის (less aclohol) დეპარტამენტი ანხორციელებს განახლდება 2023 წლის სექტემბრიდან და გაგრძელდება 2023 დეკემბრამდე. წელს, ამ ოთხნაწილიანი სერიის მიზანია გააგრძელოს გლობალური საუბრები ალკოჰოლის პოლიტიკის პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც კრიტიკულია ალკოჰოლის მოხმარების შემცირებისთვის.ამ ვებინარების დაწყებიდან უკვე მონაწილეობა მიიღო თითქმის 80 მომხსენებელმა, ყურადღება გაამახვილდა 20-ზე მეტ ქვეყანის […]

პორტუგალიის ნოვატორული მიდგომა ნარკოპოლიტიკის მიმართ: რა ვისწავლეთ მის მაგალითზე

2001 წლის ივლისში პორტუგალიის მთავრობამ, პირველმა მსოფლიოში, მიიღო კანონი 30/2000, ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით მოხმარების, შეძენისა და ფლობის დეკრიმინალიზაციის შესახებ.  მას შემდეგ 22 წელია გავიდა და ამ ქვეყნის მაგალითზე, შეიძლება ითქვას რომ ამ რეფორმის წარმატებული განხორციელებისათვის ოთხი ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული: