ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის, დოქტორი ჰანს ჰენრი პ. კლუგესა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) დირექტორის, დოქტორი ელიზაბეტ ვეიდერპასის ერთობლივი განცხადება.
IARC არის WHO-ს სპეციალიზებული კიბოს სააგენტო, მისი მთავარი მისიაა კვლევების ჩატარება კიბოს ეფექტური პრევენციის მიზნით. IARC მონოგრაფიის პროგრამა განსაზღვრავს და აფასებს სხვადასხვა ნივთიერებების პოტენციალს გამოიწვიოს კიბო
1988 წელს ალკოჰოლური სასმელები გამოვლინდა, როგორც 1 ჯგუფის კანცეროგენი, საკმარისი მტკიცებულებით, რომ ისინი იწვევენ კიბოს ადამიანებში. კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდისა და ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტის უწყვეტი განახლების პროექტმა ასევე დაადგინა მიზეზობრივი მტკიცებულებების უმაღლესი დონე ალკოჰოლური სასმელების მოხმარებასა და კიბოს განვითარებას შორის კავშირში.